მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაველოდებით მოქმედი პრეზიდენტის პოზიციის შეცვლას, ან შესაძლოა, უკრაინის მომავალ პრეზიდენტს“ - დმიტრი პესკოვი მოლაპარაკებებზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი უკრაინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც უკრაინა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე უარს ოფიციალურად ამბობს.

პესკოვის თქმით, ისინი დაელოდებიან ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციის შეცვლას, ან უკრაინის ახალ პრეზიდენტს.

„მოლაპარაკების მიზნით, ჩვენ გვჭირდება ორი მხარე... ჩვენ ახლა დაველოდებით ან მოქმედი პრეზიდენტის პოზიციის შეცვლას, ან შესაძლოა, უკრაინის მომავალ პრეზიდენტს დაველოდოთ. ვინ შეცვლის თავის პოზიციებს უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა სპიკერმა.

ცნობისთვის, უკრაინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარს ამბობს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის მიერ ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით უკრაინის საპასუხო ქმედებებს ეხება.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩვენ ვმონაწილეობთ, მაგრამ არავის ვკლავთ“ - ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინის ომზე

👉 უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე უარს ოფიციალურად ამბობს - ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა

👉 „ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის, რომ ჩვენ მართლები ვართ, სიმართლე იპოვის თავის გზას“ - სერგეი ლავროვი

👉 „0,001 პროცენტიც არ არის ამის ალბათობის“ - ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებაზე

👉 „დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს ახალი რეალობა“ - სერგეი ლავროვი