მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდია ალბათობაა იმისა, რომ პოპასნაიას ჩრდილოეთით მდებარე უკრაინული ძალები ოკუპანტებმა ალყაში მოაქციონ - ანალიტიკოსები

რუსული ტანკი, სამხედროები

რამდენიმე რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, საჰაერო მხარდაჭერით, მიემართება პოპასნაიასკენ, დიდი ალბათობით, ისინი შეეცდებიან ქალაქის დასავლეთით გარღვევას, - ამის შესახებ იტყობინებიან OSINTdefender-ის ანალიტიკოსები, რომელიც აანალიზებენ ინფორმაციას უკრაინის ომის ზონაში მომხდარი მოვლენების შესახებ.

მათი თქმით, პოპასნაიას ჩრდილოეთით მდებარე უკრაინული ძალები რუსეთის ჯარების მიერ შესაძლოა, ალყაში მოექცნენ.

„დიდია ალბათობაა იმისა, რომ პოპასნაიას ჩრდილოეთით მდებარე უკრაინული ძალები ბახმუტისკენ მიმავალი რუსეთის ჯარების მიერ ალყაში მოექცნენ, თუმცა მოსალოდნელია, რომ მოხდება  უკრაინული ძალების გადაადგილება გარღვევის შესაჩერებლად“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. 

თავის მხრივ, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს ძალისხმევა პოპასნაიას ჩრდილოეთით და დასავლეთით  სევეროდონეცკზეც შეტევისთვის ემზადებიან. 

გენერალური შტაბის ცნობით, რუსებმა უკვე სცადეს სევეროდონეცკის შტურმით აღება, მაგრამ ვერ შეძლეს.

რუსულმა ძალებმა, ასევე, წარუმატებლად სცადეს უკრაინის თავდაცვის გარღვევა ავდიივკას დასავლეთით და აღმოსავლეთით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉პუტინის მთავარი იდეა - ახალი საბჭოთა კავშირის შექმნა

👉1 700-მდე „აზოვსტალის“ დამცველი ჩაბარდა რუსეთის ჯარებს - ბრიტანული დაზვერვა

👉აგრესორების მიერ ლუგანსკის მორიგ დაბომბვას 13 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა - BBC

👉რუსეთის ჯარებმა შეტევა დაიწყეს დონეცკის მიმართულებით

👉აშშ უკრაინას შავი ზღვის განბლოკისთვის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის