მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დუმის სპიკერმა რუსეთის ყველაზე არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა - მათ მომავალი კრიზისების მთავარი დამნაშავეები უწოდა

რუსეთის დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინი

დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა რუსეთის ყველაზე არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა და მათ გლობალური კრიზისების დამნაშავეები უწოდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რაოდენობის მიხედვით ყველაზე არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა.

„პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, რომელმაც რუსეთს 1983 სანქცია დაუწესა, მეორე ადგილზეა კანადა, რომელმაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 1402 სანქცია შემოიღო, პირველ სამეულში შედის შვეიცარია, 1361 ანტირუსული სანქციით.

სიაში შედის, ასევე, ბრიტანეთი (1360 სანქცია), ევროკავშირი (1199 სანქცია), ავსტრალია (1150) და იაპონია (902). ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესდა 10 536 სანქცია, 2022 წლის 24 თებერვლამდე - 2 754, შემდეგ კიდევ 7 782“, - ნათქვამია ვოლოდინის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„არამეგობრულმა ქვეყნებმა“, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, პოლიტიკოსის თქმით, ენერგორესურსებზე და საკვებზე ფასების მატება გამოიწვია.

„ესენი არიან მსოფლიოში არსებული პრობლემებისა და მომავალი კრიზისების მთავარი დამნაშავეები“, - აცხადებს ვოლოდინი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉რუსეთი აცხადებს, რომ აზოვსტალიდან ევაკუირებული 900-ზე მეტი სამხედრო წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს

👉აშშ უკრაინაში M777 ჰაუბიცებს და საბრძოლო მასალის ახალ პარტიას აგზავნის

👉უკრაინის ავიაციამ რუსეთის ცოცხალი ძალა, ჯავშანმანქანები და საბრძოლო მასალა გაანადგურა

👉ნატოში გაწევრიანების თაობაზე დღეს ჯო ბაიდენი ფინეთ-შვედეთის ლიდერებს უმასპინძლებს

👉ამერიკელმა ექსპერტებმა განმარტეს, თუ რატომ დათანხმდა რუსეთის ფედერაცია მარიუპოლის დამცველების ევაკუაციას