მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გვაქვს შთაბეჭდილება, რომ კანცლერს არ სურს იარაღის მოწოდება“ - უკრაინის ელჩი გერმანიაში ოლაფ შოლცს აკრიტიკებს

ანდრეი მელნიკი, ოლაფ შოლცი

უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა კვლავ დაადანაშაულა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მძიმე იარაღის მიწოდების გაჭიანურებაში.

„ჩვენ გვაქვს შთაბეჭდილება, რომ კანცლერს არ სურს იარაღის მოწოდება“, - აღნიშნა მელნიკმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თამაშობდა თუ არა გერმანია დროზე, მელნიკმა უპასუხა - „ეს ასე გამოიყურება. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ცეცხლის შეწყვეტას ელოდება. მაშინ გერმანიის ზეწოლა გაქრება და გაბედული გადაწყვეტილებების საჭიროება აღარ იქნება“.

მან, ასევე, დასძინა, რომ ჯერჯერობით არც დაპირებული Cheetah ტანკები, არც Leopard 1 ან Marder არ არის უკრაინაში გაგზავნილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება დასასრულს უახლოვდება“ - სერგეი შოიგუ

👉 🎥 მეორე მარიუპოლი: რუბეჟნოემ გაიზიარა მარიუპოლის ბედი, სამრეწველო ქალაქი მიწასთანაა გასწორებული - სერგეი გაიდაი

👉 დანაკარგების გამო რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შშმ პირთა მობილიზებას ახდენენ - უკრაინის უშიშროების სამსახური

👉 „რუსეთმა უარყო ნატოში გაწევრიანების შეთავაზება 1990-იან წლებში“ - ენტონო ბლინკენი