მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმ „დემილიტარიზაციის“ ნაცვლად, რომლისკენაც პუტინი ისწრაფოდა, რუსეთმა საპირისპირო მიიღო“ - დანილოვი

დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინაში ახლა დემილიტარიზაციის საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს. 

მისივე თქმით, მილიონამდე უკრაინელი ახლა სამხედრო გამოცდილებას იღებს, რაც ქვეყნის თავდაცვითი უნარებისთვის მნიშვნელოვანია. 

„დაახლოებით მილიონი უკრაინელი იღებს საბრძოლო და სამხედრო გამოცდილებას. იყო თუ არა ეს პუტინის გეგმა? უკრაინის ჯარის ხარისხი აუცილებლად გადაწონის რაშისტების რაოდენობას. 

იმ „დემილიტარიზაციის“ ნაცვლად, რომლისკენაც პუტინი ისწრაფოდა, უკრაინაში აგრესიის დაწყებიდან მოყოლებული, მიმდინარეობს საპირისპირო პროცესი.

ჩვენ დავიწყეთ ნატოს სტანდარტების მიხედვით სწრაფი გადაიარაღება. შეიარაღებული ძალები დასავლურ იარაღსა და ტექნოლოგიებს იყენებენ“, - აცხადებს დანილოვი. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 გამოკითხვა - უნდა ამოქმედდეს თუ არა კოვიდშეზღუდვები?

📌 თუ გამოიკვეთა, რომ რუსეთი ამ ომს აგებს, ხელისუფლებას ბრიუსელში ვერავინ ჩაასწრებს - ვახტანგ ძაბირაძე

📌 ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან G20-ის მინისტერიალზე მოლაპარაკებას არ გეგმავს - ნედ პრაისი

📌 „12 სკამიდან ერთი მაინც მოგვიტანონ, რომ გვაჩვენონ, არ ბლეფობენ“ - რომან გოცირიძე

📌 ციხეში პატიმარმა პატიმარი მოკლა - რა მოხდა N17 პენიტენციურ დაწესებულებაში