მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისინი ჩვენი ხალხია, მათ რუსეთთან მიერთების სარგებელი უნდა იგრძნონ - პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აუცილებელია ახალი რეგიონების მცხოვრებლებთან მუშაობა, რათა მათ რუსეთში დაბრუნების სარგებელი იგრძნონ. 

„გადაუდებელი ამოცანაა, რა თქმა უნდა, რუსეთის ახალი ტერიტორიების ინტეგრირება სამეცნიერო გარემოში, საგანმანათლებლო გარემოში...“, - თქვა პუტინმა ახალგაზრდა მეცნიერებთან შეხვედრაზე.

„ისინი ჩვენი ხალხია, ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად“, - განაცხადა პუტინმა. 

გარდა ამისა, პუტინმა პირობა დადო, რომ რაც შეიძლება მალე მოაგვარებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის განათლების შესახებ დოკუმენტების აღიარების საკითხს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო - უკრაინის გენშტაბი

👉 შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, გადაიტანოს რამდენიმე NASAMS ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაში - Politico