მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხანძარი სოხუმში - არის მსხვერპლი

სოხუმში ხანძარს ერთი პირი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში ბედობის დღეს კერძო ერთსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

sputnik abkhazia-ს ხანძრის შესახებ შეტყობინება სახანძრო ბრიგადამ დღის 12:00 საათზე მიიღო, მაშველების მისვლამდე ხანძარმა მთელი ოთახი მოიცვა, სადაც სახლის პატრონი იმყოფებოდა.

ხანძარი სოხუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორმა ბრიგადამ ჩააქრო. მედიასაშუალების ცნობით, სახლის მეპატრონე შშმ პირი იყო. 

ის მაშველების მოსვლამდე დაიღუპა.