მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სახალხო ერთობის დღის აღსანიშნავად ოკუპირებულ ყირიმს ეწვია.

სიტყვით გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის განუყოფელი ნაწილი იქნება.

„ჩვენმა ქვეყანამ დაიბრუნა ისტორიული ერთიანობა. ეს ცოცხალი და განუყოფელი კავშირი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, რა თქმა უნდა, აქ, სევასტოპოლში, ყირიმში. ის სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება, რადგან ეს არის ჩვენი ხალხის სუვერენული, თავისუფალი და შეუპოვარი ნება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთმა უკრაინისგან ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიული პროტესტი გამოხატა ანექსირებულ ყირიმში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო.