მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყირიმიდან მიგრაციას იწყებენ რუსეთის ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხები - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა გამარჯვებას მიაღწევს დონბასისთვის ბრძოლაში, სამხრეთით არსებულ დაპირისპირებასა და ყირიმსაც დაიბრუნებს.

როგორც ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ნახევარკუნძულზე უკვე დაიწყო „ტერორისტი სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია“.

„უკრაინის გამარჯვებაში ჩვენი თავდაჯერება, ხედვა ჩვენი სახელმწიფოს თავისუფალი მომავლის შესახებ, უკრაინული გმირობა, რომელმაც მსოფლიო გააოცა - ყველაფერი ეს, სწორედ იქ დაიბადა, უკრაინის ჩრდილოეთის, უკრაინის აღმოსავლეთის, უკრაინის სამხრეთის გმირ ქალაქებში. იმ გმირების ქალაქებში, რომელთა ხასიათიც ერთი წუთითაც არ დამორჩილდა ოკუპანტებს მაშინაც კი, როცა ისინი კარზე მიადგნენ. ასეთივე გამარჯვებას მივაღწევთ დონბასისთვის გმირულ ბრძოლაში, სადაც აუცილებლად იფრიალებს უკრაინული დროშა, სამხრეთით დაპირისპირებაში, რაც აზოვის ზღვის გასწვრივ ნორმალური ცხოვრების აღდგენის საშუალებას მისცემს უკრაინელებს, წარმატებას მივაღწევთ ჩვენი ყირიმის დაბრუნებაში, საიდანაც უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია“, - აცხადებს ზელენსკი.

იხილეთ ასევე:

👉 ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტებია განადგურებული - უკრაინის თავდაცვა

👉 აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს - CNN

👉 ბახმუტში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსები შეშფოთებულნი არიან ბახმუტში შეიარაღებული ძალების შესაძლო კონტრშეტევის გამო - საბრძოლო რუკები

👉 ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ მარიუპოლში მის სისუსტეს აჩვენებს - ირინა ვერეშჩუკი

👉 ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის - ანდრეი იუსოვი