მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კოლექტიურ დასავლეთს უკრაინის ბოლომდე განადგურება სურს“ - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

„ბრიტანეთის განზრახვა, მიაწოდოს კიევს ურანის შემცველი ჭურვები, მოწმობს კოლექტიური დასავლეთის გამოხატულ განზრახვაზე, რომ მან საბოლოოდ გაანადგუროს უკრაინა“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიტანეთი ცდილობს, რომ „უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება დაპირისპირების ახალ რაუნდამდე მიიყვანოს“.

„დღეს ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოლექტიური დასავლეთის მკაფიოდ გამოხატულ განზრახვაზე, რომელსაც ხელმძღვანელობენ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, უბრალოდ გაანადგურონ უკრაინა ბოლომდე 

კონფლიქტისთვის ახალი განზომილების მისაცემად ბრიტანეთი ცდილობს, რომ უკრაინის ირგვლივ ვითარება აგრესიის, კონფლიქტისა და დაპირისპირების ახალ რაუნდამდე მიიყვანოს“, - განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვას განცხადება ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის მოადგილის, ანაბელ გოლდის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ კიევში „ჩელენჯერ 2“-ის საბრძოლო ტანკების ესკადრილიის გაგზავნის გარდა, ლონდონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე გადასცემს საბრძოლო მასალას, მათ შორის ჯავშანსატანკო ჭურვებს, რომლებიც ურანს შეიცავს.

ცნობისთვის, მსგავსი ტიპის ჭურვები აშშ-მა იუგოსლავიის დაბომბვისა და 2003 წელს ერაყში შეჭრის დროს გამოიყენა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ურანის მტვერი რადიოაქტიური, უკიდურესად ტოქსიკური და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 სულ მცირე 11 გარდაცვლილი - ავღანეთსა და პაკისტანში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

👉 „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში - ISW

👉 აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს - CNN

👉 რუსეთის ძალებმა, შესაძლოა, სცადონ ახალი შეტევა უკრაინაზე უახლოეს მომავალში - ჯონ კირბი

👉 ჩინეთისა და რუსეთის მოლაპარაკებები ამერიკის საქმე არ არის - სერგეი ლავროვი