მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყოველ ჯერზე, როცა მოსკოვში ვინმე სიტყვა „მშვიდობის“ გაგონებას ცდილობს, საპასუხოდ დაბომბვის ბრძანება ისმის - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება.

ზელენსკის თქმით, ყოველ ჯერზე, როცა კრემლში ვინმე ცდილობს, მშვიდობაზე ჩამოაგდოს სიტყვა, ოკუპანტი ქვეყნის პასუხი უკრაინის დაბომბვის მორიგი ბრძანებაა. 

„20-ზე მეტი ირანული გამანადგურებელი დრონი, ასევე რაკეტები და მრავალი გასროლა და ეს მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში დაფიქსირებული რუსული ტერორია უკრაინის წინააღმდეგ. ყოველ ჯერზე, როცა მოსკოვში ვინმე ვინმე სიტყვა „მშვიდობის“ გაგონებას ცდილობს, იქ მორიგ ბრძანებას გასცემენ დანაშაულებრივი დარტყმების თაობაზე“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიწასა თუ ჰაერში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებებით ახლოვდება მშვიდობა, ხოლო რუსეთზე ზეწოლა, მათ შორის სანქციებით, ხელს შეუწყობს სტაბილურობის აღდგენას.

იხილეთ ასევე:

👉 რუსეთმა კიევის ოლქი „კამიკაძე დრონებით“ დაბომბა, არის მსხვერპლი - უკრაინული მხარე

👉 „კოლექტიურ დასავლეთს უკრაინის ბოლომდე განადგურება სურს“ - ზახაროვა

👉 ბახმუტზე ოკუპანტების ზეწოლა შესუსტდა, უკრაინელები კონტრშეტევას ამზადებენ - ბრიტანული დაზვერვა

👉 „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში - ISW 

👉 თუ უკრაინას ბირთვულ კომპონენტიან იარაღს გადასცემენ, იძულებული ვიქნებით ვიმოქმედოთ - პუტინი

👉 ყირიმიდან მიგრაციას იწყებენ რუსეთის ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხები - ვოლოდიმირ ზელენსკი