მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის, რომ ჩვენ მართლები ვართ, სიმართლე იპოვის თავის გზას“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ქვეყნების დიდ უმრავლესობას ესმის, რომ რუსეთი მართალია, უბრალოდ ამის სათქმელად გამბედაობა არ ჰყოფნით.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, მოსკოვის წინააღმდეგ დაპირისპირების იძულება და „რეფერენდუმის“ შედეგების არ აღიარება არაისტორიულია.

„ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას - გარანტიას გაძლევთ - მშვენივრად ესმის, რომ ჩვენ მართლები ვართ. ყველას არ აქვს გამბედაობა და ძალაც კი, რომ პირდაპირ ამაზე ობიექტურად ისაუბროს... დარწმუნებული ვარ, სიმართლე იპოვის თავის გზას“, - განაცხადა ლავროვმა.

მან აღნიშნა, რომ ახლა, დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებში“, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში „რეფერენდუმის“ შემთხვევაში, ხორციელდება სცენარი, რომელიც ეყრდნობა ხალხის თავისუფალ ნებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „0,001 პროცენტიც არ არის ამის ალბათობის“ - ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებაზე

👉 „დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს ახალი რეალობა“ - სერგეი ლავროვი

👉 „არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ მიიღოს სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება“ - შალვა ხაჭაპურიძე

👉 ჩეხეთი მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთი

👉 „უკიდურესი ზეწოლის ქვეშაა პუტინის მხრიდან“ - მიხაილო პოდოლიაკი ალექსანდრე ლუკაშენკოზე