მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება დასასრულს უახლოვდება“ - სერგეი შოიგუ

ჩვენ ვათავისუფლებთ დონეცკსა და ლუგანსკს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა თითქმის დაასრულეს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლების ოპერაცია. ამავდროულად, მისი თქმით, რუსული ჯარები აგრძელებენ დონბასზე კონტროლის სავარაუდო გაფართოებას.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფები ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სახალხო მილიციის ნაწილებთან ერთად, განაგრძობენ კონტროლის გაფართოებას დონბასის ტერიტორიებზე. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება დასასრულს უახლოვდება“, - განაცხადა შოიგუმ.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქებიდან და დაბებიდან არ უშვებენ და მათ ცოცხალ ფარად იყენებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 🎥 მეორე მარიუპოლი: რუბეჟნოემ გაიზიარა მარიუპოლის ბედი, სამრეწველო ქალაქი მიწასთანაა გასწორებული - სერგეი გაიდაი

👉 დანაკარგების გამო რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შშმ პირთა მობილიზებას ახდენენ - უკრაინის უშიშროების სამსახური

👉 „რუსეთმა უარყო ნატოში გაწევრიანების შეთავაზება 1990-იან წლებში“ - ენტონო ბლინკენი

👉 „გვაქვს შთაბეჭდილება, რომ კანცლერს არ სურს იარაღის მოწოდება“ - უკრაინის ელჩი გერმანიაში ოლაფ შოლცს აკრიტიკებს