მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეორე მარიუპოლი: რუბეჟნოემ გაიზიარა მარიუპოლის ბედი, სამრეწველო ქალაქი მიწასთანაა გასწორებული - სერგეი გაიდაი

რუბეჟნოე

რუსმა დამპყრობლებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ლუგანსკის ოლქის ქალაქი რუბეჟნოე - არ არის გადარჩენილი სახლები, ბევრი მათგანის აღდგენა შეუძლებელია. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„რუბეჟნოემ გაიზიარა მარიუპოლის ბედი. სამრეწველო ქალაქი მიწასთანაა გასწორებული, არ არის შემორჩენილი შენობები, ბევრი სახლი ვერ აღდგება, ეზოებში სასაფლაოებია“, - წერს გაიდაი.

გაიდაიმ დასძინა, რომ ომამდე იქ 60 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, რომლებიც მუშაობდნენ ქარხნებში, საჯარო სექტორში და განვითარებულ მცირე ბიზნესში. დღეს კი რუბეჟნოე არის „გაძარცული დამწვარი აგურის ყუთები“.

 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება დასასრულს უახლოვდება“ - სერგეი შოიგუ

👉 დანაკარგების გამო რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შშმ პირთა მობილიზებას ახდენენ - უკრაინის უშიშროების სამსახური

👉 „რუსეთმა უარყო ნატოში გაწევრიანების შეთავაზება 1990-იან წლებში“ - ენტონო ბლინკენი

👉 „გვაქვს შთაბეჭდილება, რომ კანცლერს არ სურს იარაღის მოწოდება“ - უკრაინის ელჩი გერმანიაში ოლაფ შოლცს აკრიტიკებს