მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპანტების მიერ სოფელ გრემისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ამჟამად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

მათივე ცნობით,  ხსენებული პირების უკანონო დაკავების მომენტიდან, მათი უპირობო გათავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზი”, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა მექანიზმი.

„ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ“, - აცხადებენ სუსში. 

შეგახსენებთ, 29 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.