მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციურად განწყობილმა აქტივისტმა ლურსმანი გადაყლაპა

აფხაზეთის საავადმყოფო

ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა სამოქალაქო აქტივისტმა ანრი ინაფშბამ ლურსმანი გადაყლაპა. ამის შესახებ ინფორმაციას НУЖНАЯ ГАЗЕТА ავრცელებს. 

მედიასაშუალება წერს, რომ დაკავებულისთვის  ე.წ. პროკურატურა ორთვიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ინაფშბას ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

აქტივისტმა ლურსმანი მას შემდეგ გადაყლაპა, რაც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ინფორმაციისთვის, ანრი ინაფშბა ოკუპირებული ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებზე ძალადობასა და მასობრივი არეულობის მოწყობის ბრალდებით დააკავეს.