მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში „საერთაშორისო იზოლაციის წინააღმდეგ ქმედებების შესახებ“ კანონი მიიღეს

შეთანხმება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „საერთაშორისო იზოლაციის წინააღმდეგ ქმედებების შესახებ“ კანონი მიიღო. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

„კანონპროექტის მიზანია აფხაზეთის კონსტიტუციური წყობის, რესპუბლიკის მოქალაქეთა ძირითადი უფლებების და თავისუფლების დაცვა. ასევე იმ პირთა უფლებების დაცვა, ვინც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს და იქ სამეწარმეო საქმიანობით არის დაკავებული. საუბარია როგორც რეზიდენტებზე, ასევე არარეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე. 

კანონის მიხედვით, დადგინდა „აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დემოკრატიულობის არაღიარების მიმართ აგრესიული პოლიტიკის ცნება და ამ სუბიექტის მიმართ დამოკიდებულების წესები განისაზღვრა.

აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ ქმედებებს შორის არის ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლის აკრძალვა, კომერციული და არაკომერციული საქმიანობის აკრძალვა, ოკუპირებულ აფხაზეთში ნებისმიერი ხელშეკრულების გაფორმების აკრძალვა, შესაბამის რეესტრში შეყვანა, არაკომერციული ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვა, იზოლაციის აგრესიული პოლიტიკის პროპაგანდის წინააღმდეგ მოქმედება და საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.