მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პროფესიონალი დიპლომატებისგან განსხვავებით, მასკი ცდილობს, მშვიდობის მიღწევის გზები მოძებნოს“ - კრემლის სპიკერი

დმიტრი პესკოვი, ილონ მასკი

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ამერიკელი ბიზნესმენის ილონ მასკის ტვიტს გამოეხმაურა, რომელშიც მან რუსეთსა და უკრაინას შორის „მშვიდობის ხელშეკრულების“ გეგმაზე ისაუბრა.

„ყოჩაღ“ - მედვედევი მასკზე

„შევამჩნიეთ, რომ მასკის ამ ინიციატივამ ბევრი გააღვიძა ევროპაში, უკრაინაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში. პირველ რიგში, მან გააღვიძა ბოტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ კენჭისყრაში. ძალიან დადებითია, რომ მასკის მსგავსი ადამიანი მშვიდობიან გამოსავალს ეძებს.

პროფესიონალი დიპლომატებისგან განსხვავებით, მასკი ცდილობს, მშვიდობის მიღწევის გზები მოძებნოს. და რუსეთის პირობების შესრულების გარეშე მშვიდობის მიღწევა აბსოლუტურად შეუძლებელია“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ილონ მასკმა ტვიტერზე გამოაქვეყნა „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც, უკრაინაში ომის დასრულებას ეხება. მან თავის მიმდევრებს მოუწოდა, ხმა მისცენ მის წინადადებას „მომხრე“ ან „წინააღმდეგი“.

„ომის დასრულებისთვის უკრაინა ნეიტრალური უნდა გახდეს, ყირიმი კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს“, - განაცხადა მასკმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 200 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა - სერგეი შოიგუ

👉 „დაველოდებით მოქმედი პრეზიდენტის პოზიციის შეცვლას, ან შესაძლოა, უკრაინის მომავალ პრეზიდენტს“ - დმიტრი პესკოვი მოლაპარაკებებზე

👉 „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩვენ ვმონაწილეობთ, მაგრამ არავის ვკლავთ“ - ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინის ომზე

👉 უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე უარს ოფიციალურად ამბობს - ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა

👉 „ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის, რომ ჩვენ მართლები ვართ, სიმართლე იპოვის თავის გზას“ - სერგეი ლავროვი