მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინის მიზნები შეიცვალა“ - რუსი ოპოზიციონერი

რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე იბრძვის არა გეოპოლიტიკური მიზნებისთვის და უკრაინის განადგურებისთვის, არამედ მისი სიცოცხლისთვის, - ამის შესახებ რუსმა პუბლიცისტმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ანდრეი პიონტკოვსკიმ განაცხადა. 

რუსი ოპოზიციონერის ცნობით, პუტინის მიზნები შეიცვალა.

„ვლადიმერ პუტინი უკვე იბრძვის არა გეოპოლიტიკური მიზნებისთვის და უკრაინის განადგურებისთვის, არამედ მისი სიცოცხლისთვის. რუსულმა არმიამ აჩვენა, რომ არ შეუძლია დასახული მიზნების მიღწევა“, - აცხადებს რუსი ოპოზიციონერი.

მისი აზრით, პუტინი ცეცხლის შეწყვეტას ცდილობს, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შესაჩერებლად და ხერსონის განთავისუფლების თავიდან ასაცილებლად, ხერსონის გათავისუფლება რუსეთში პოლიტიკურ კატასტროფას გამოიწვევს.

პიონტკოვსკის განცხადებით, პუტინმა დაუშვა მთელი რიგი სერიოზული შეცდომები უკრაინის საკითხში.

რუსი პოლიტიკოსის ცნობით, ხერსონის განთავისუფლება რუსული ოკუპაციისგან გამოიწვევს შემდეგს:

„მეორე დილით, გამოაცხადებენ, რომ  რუსეთის პრეზიდენტი ჯანმრთელობის გამო ვეღარ ახერხებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას“, - პროგნოზირებს პიონტკოვსკი.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა ხერსონიდან გარბის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმის

✔️ უკრაინაში მებრძოლ პრორუსულ ძალებს შორის განხეთქილება მოხდა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

✔️ „რუსეთს არ სჭირდება გაღიზიანება, ბუნებრივად გაღიზიანებული წარმონაქმნია“ - ნონა მამულაშვილი

✔️ „ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა, კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“ - კადიროვმა დასავლეთს რუსეთთან მეგობრობა ურჩია

✔️ „რუსეთს ძალიან უჭირს იარაღის შემოტანა, გზები ნაწილობრივ გადაკეტილია“ - მამუკა მამულაშვილი