მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე ოკუპანტებს „ნამდვილი კაცები“ უწოდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ომში მონაწილე რუს ოკუპანტებს „ნამდვილი კაცები“ უწოდა. ამის შესახებ პროსამთავრობო tass-ი იტყობინება. 

კრემლის ლიდერის განცხადებით, დაჭრილ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. 

„ხელისუფლებამ უნდა გაუწიოს ყოვლისმომცველი მხარდაჭერა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს მძიმედ დაშავებულ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს. ისინი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ყველა დონეზე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათი სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის. 

ისინი ნამდვილი მამაკაცები არიან. ისინი ჩვენი ქვეყნის დამცველები და  ჩვენი გმირები არიან, ღირსეულად შეასრულეს თავიანთი სამხედრო მოვალეობა და ახლა ჩვენი ამოცანაა მათ წინაშე ჩვენ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა“, - აღნიშნა პუტინმა შშმ პირებთან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 პუტინმა გერმანიას მოუწოდა, უკრაინის მოვლენების კონტექსტში მიდგომებს გადახედოს 

🔴 ერაყის ქრისტიანები „ისლამური სახელმწიფოს“ ომის დანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ - გაერო

🔴 კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული სტრესი მოზარდის ტვინს აბერებს - სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევა

🔴 სირიელმა მეამბოხეებმა არ იცოდნენ რომ მოკლული ერაყელი „ბოევიკი“ „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური იყო - AP NEWS

🔴  „ასეთ დროს ადამიანმა მხოლოდ ორ რამეზე უნდა იფიქროს“ - ალექსანდრე გოგინავა ვირუსის ე.წ. შემობრუნებაზე განმარტებას აკეთებს

🔴 მიხაილ მიშუსტინი აცხადებს, რომ დასავლეთის ქმედებები მსოფლიო ვალუტების მიმართ ნდობას ძირს უთხრის

🔴 ჰაიტიში 12-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და უამრავ სახლს ცეცხლი წაუკიდეს - Associated Press