მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი აგრძელებს აზოვსტალის დაბომბვას, სადაც უკრაინელი დამცველები არიან განლაგებული - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

რუსეთი აგრძელებს აზოვსტალის დაბომბვას, სადაც უკრაინელი დამცველები არიან განლაგებული

რუსი დამპყრობლები არ წყვეტენ შეტევას მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ინფრასტრუქტურაზე, - ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) იტყობინება.

ექსპერტების თქმით, რუსული არმია „აგრძელებს საჰაერო და საარტილერიო დარტყმებს“ ფოლადის ქარხანაზე.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის თავდაცვის ნაწილები ჯერ კიდევ ქარხანაშია, მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღის ევაკუაციისა“, - აცხადებს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი. 

ექსპერტები, ასევე, იუწყებიან, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება გეგმავს „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის მიწასთან გასწორებას მისი აღების დასრულების შემდეგ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉რუსეთი აცხადებს, რომ აზოვსტალიდან ევაკუირებული 900-ზე მეტი სამხედრო წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს

👉აშშ უკრაინაში M777 ჰაუბიცებს და საბრძოლო მასალის ახალ პარტიას აგზავნის

👉უკრაინის ავიაციამ რუსეთის ცოცხალი ძალა, ჯავშანმანქანები და საბრძოლო მასალა გაანადგურა

👉ნატოში გაწევრიანების თაობაზე დღეს ჯო ბაიდენი ფინეთ-შვედეთის ლიდერებს უმასპინძლებს

👉ამერიკელმა ექსპერტებმა განმარტეს, თუ რატომ დათანხმდა რუსეთის ფედერაცია მარიუპოლის დამცველების ევაკუაციას