მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი აცხადებს, რომ აზოვსტალიდან ევაკუირებული 900-ზე მეტი სამხედრო წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს

„აზოვსტალის“ ქარხანა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 900-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან ჩაჰბარდნენ, წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს. 

როგორც საგარეო უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, ორი დღის განმავლობაში მათ 959 უკრაინელი ჯარისკაცი „ჩაბარდა“, რომელთაგან 51-ს მძიმე დაზიანება აქვს.

მან დაადასტურა, რომ დაშავებულები მკურნალობენ ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში, თვითგამოცხადებულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს. დანარჩენი სამხედროები კი გაგზავნეს წინასწარი დაკავების ცენტრში ოლენივკაში, ფრონტის ხაზთან ახლოს. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკრაინულ მხარეს არ გაუვრცელებია განახლებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რამდენმა სამხედრომ დატოვა „აზოვსტალის“ ქარხანა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉აშშ უკრაინაში M777 ჰაუბიცებს და საბრძოლო მასალის ახალ პარტიას აგზავნის

👉უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღეში დამპყრობლების 90 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს

👉უკრაინის ავიაციამ რუსეთის ცოცხალი ძალა, ჯავშანმანქანები და საბრძოლო მასალა გაანადგურა

👉ნატოში გაწევრიანების თაობაზე დღეს ჯო ბაიდენი ფინეთ-შვედეთის ლიდერებს უმასპინძლებს

👉უკრაინა იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე თქვენ გგონიათ - ექსპერტი