მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი დონბასში მედესანტეებს აგზავნის - ბრიტანული დაზვერვა

სამხედროები

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი დონბასში მედესანტეებს აგზავნის.

მათი განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ აშკარად განალაგა დონბასში საჰაერო სადესანტო ძალების სერიოზულად დასუსტებული ნაწილები, რომლებიც სექტემბერსა და ოქტომბერში მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიის დაკავებაში ხერსონის რეგიონში დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე.

როგორც დაზვერვა აღნიშნავს, მტრის მედესანტეებისთვის შესაძლო ოპერატიული ამოცანებია დონეცკის რეგიონში ბახმუტის წინააღმდეგ შეტევის გაძლიერება ან ლუგანსკში კრემენაია-სვატოვოს ზონაში თავდაცვის მხარდაჭერა.

„რუსეთი, სავარაუდოდ, განათავსებს ამ დანაყოფებს კრიტიკულად მიჩნეულ სექტორებში“, - აღნიშნავს დაზვერვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 სერბეთმა და კოსოვომ სანომრე ნიშნების კონფლიქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

👉 „უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში საქართველოსაც, ევროპაში მომავლის პერსპექტივა მივეცით“ - ოლაფ შოლცი

👉 „კიევის 70% ელექტროენერგიის გარეშეა“ - ვიტალი კლიჩკო

👉 პოლონეთი გერმანიას მიმართავს, ვარშავისთვის დაპირებული Patriot-ები უკრაინას გადასცენ

👉 უკრაინის საჰაერო თავდაცვა და ამერიკული რაკეტები, სავარაუდოდ, ადამიანების სიკვდილშია დამნაშავე - რუსეთის წარმომადგენელი