მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი „შიმშილის თამაშების“ განახლებას დიდი ხანია გეგმავს - დმიტრო კულება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ რუსეთი დიდი ხანია გეგმავდა მარცვლეულის შეთანხმებისთვის ძირის გამოთხრას, ახლა კი ცდილობს, გაამართლოს თავისი ნაბიჯი.

„მარცვლეულის დერეფნიდან“ 220 კილომეტრის მოშორებით, აფეთქებების ყალბი საბაბით, გარიგებაში მონაწილეობის შეწყვეტით, რუსეთი ბლოკავს 2 მილიონ ტონა მარცვლეულს, რომელიც უკვე 176 გემზეა დატვირთული. ეს მარცვლეული საკმარისია 7 მილიონზე მეტი ადამიანის გამოსაკვებად. რუსეთმა ეს წინასწარ დაგეგმა. რუსეთმა შიმშილის თამაშების განახლების გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო და ახლა მის გამართლებას ცდილობს“, - წერს კულება.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინა და ბრიტანეთი დაადანაშაულა „ტერორისტულ თავდასხმებში შავი ზღვის ფლოტის გემებზე და სამოქალაქო გემებზე, რომლებიც მონაწილეობენ „მარცვლეულის დერეფნის“ უსაფრთხოების გარანტიაში“ და გამოაცხადა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ვლადიმერ პუტინი მზადაა დასავლეთთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არის პირობები“ - სერგეი ლავროვი

👉 ერაყში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა

👉 ილონ მასკმა ტვიტერის თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყო - New York Times

👉 ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ

👉 „რამდენი მოღალატე, ავადმყოფურად ამბიციური და ბოღმიანი ჰყოლია გვერდით სააკაშვილს, ერთ მხარეს ბურჯანაძე და იქეთ ბოკერია“ - თაკო ჩარკვიანი