მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი უკრაინას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ენერგოდარის მასიური დაბომბვის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რამდენიმე აფეთქება მოხდა. 

„15 აგვისტოს, დნეპრის მოპირდაპირე მხრიდან ცეცხლი კვლავ გაუხსნეს მოსახლეობას და ქალაქ ენერგოდარის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ერთ საათზე მეტია უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერორისტები მასიურ დაბომბვას ახორციელებენ“, - აღნიშნულია ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს „ადმინისტრაციაში“ დანიშნული პირების განცხადებაში. 

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის მხრიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შესახებ აქამდე რამდენჯერმე განაცხადა, თუმცა უკრაინული მხარე ბრალდებებს უარყოფს აცხადებს, რომ მოსკოვი ბირთვული კატასტროფის საფრთხეს ადგილზე თავად ქმნის. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მუშაობას რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე აგრძელებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ პოროშენკო: კონტრშეტევისა და გამარჯვების გარდა სხვა ამოცანები არ გვაქვს

✔️ ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად იბრძვიან, ნათლად ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანას და ეტაპობრივად „ათავისუფლებენ“ დონბასს - პუტინი  

✔️ როგორია სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ცნობილი ნოველისტის აგენტის განმარტება

✔️ „ვინც ვმოგზაურობთ, უნდა გვჯეროდეს, რომ ხიდები უსაფრთხოა“ - ნორვეგიაში ხიდი ჩაინგრა

✔️ ახალი ზელანდია ბრიტანეთში უკრაინელების მოსამზადებლად 120 სამხედროს გზავნის