მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ჯარებმა შეტევა დაიწყეს დონეცკის მიმართულებით

რუსეთი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს უტევს

რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები დონეცკის მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. 

„დონეცკის მიმართულებით მტერმა გააძლიერა შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები ტაქტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ხარკოვის მიმართულებით მტერი თავის ძირითად ძალისხმევას ამახვილებს ოკუპირებული ხაზების შენარჩუნებაზე. დაკარგული პოზიციების აღდგენის მიზნით ცდილობს კონტრშეტევების განხორციელებას. ატარებს გაძლიერებულ საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ასევე, გენერალური შტაბის ცნობით, გუშინ საომარი მოქმედებები ტერნოვაიასა და ვესელეს დასახლებებში გაგრძელდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉ბლინკენმა რუსეთი უკრაინაში სურსათის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა

👉რუსები შეტევაზე გადავიდნენ ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის მახლობლად - უკრაინის გენშტაბი

👉უკრაინელებმა სამხრეთში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი და მრავალი სახის ტექნიკა გაანადგურეს

👉რუსეთი აგრძელებს აზოვსტალის დაბომბვას, სადაც უკრაინელი დამცველები არიან განლაგებული - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

👉ამერიკელმა ექსპერტებმა განმარტეს, თუ რატომ დათანხმდა რუსეთის ფედერაცია მარიუპოლის დამცველების ევაკუაციას