მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას სერბეთის გავლით ვერავინ შეძლებს - ალექსანდრ ვუჩიჩი

ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტი

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს მისი ქვეყნის მეშვეობით ვერავინ ვერ აუვლის გვერდს.

„ჩვენ გამოვეხმაურეთ გარკვეული საქონლის რეექსპორტის შემთხვევებზე და ჩვენმა სახელმწიფო ორგანოებმა დააკავეს ადამიანები იმ კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში“, - აღნიშნა ვუჩიჩმა გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ.

სერბეთი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, უცხოელი დიპლომატების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა იმის გამო, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს ოფიციალურად არ დაუწესა სანქციები.

სერბეთს გაზის მთელი მარაგი რუსეთიდან შეაქვს.

„მივესალმები პრეზიდენტის გზავნილს, რომ ის დაგვეხმარება სანქციების (რუსეთის წინააღმდეგ) გამოყენებაში ამ ომის დასასრულებლად“, - განაცხადა ვარჰეიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან

👉 „ევროპის რამდენიმე ქვეყნის უკრაინის საელჩოებმა სისხლიანი ამანათები მიიღეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო“ - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

👉 კიევში ვიმყოფები, აქ დიდი თუ პატარა დაინტერესებულია ერთი საკითხით საქართველოსთან მიმართებით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - კობა ნაყოფია

👉 „ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული“ - შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

👉 „ფარდას რაღაცებს ავხდიო, რომ ამბობს, რას უნდა ახადოს, პარტიის შიდა ამბებს? ანუ პარტიაზე უნდა იჭორაოს?“ - პეტრე ცისკარიშვილი ნიკა მელიაზე