მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა კიევის ოლქი „კამიკაძე დრონებით“ დაბომბა, არის მსხვერპლი - უკრაინული მხარე

დანგრეული კორპუსი

22 მარტის ღამეს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მიიტანა შეტევა ირანული „შაჰიდის“ ტიპის „კამიკაძე დრონებით“. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ობიექტი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

„ამ დროისთვის, ცნობილია სამი დაღუპულის და 7 დაშავებულის შესახებ. ინფორმაცია ზუსტდება“, - აცხადებენ სამხედრო ადმინისტრაციაში. 

შემთხვევის ადგილზე მაშველები, სამართალდამცველები და ექსპერტები მუშაობენ. აფეთქების ადგილზე გაჩნდა ცეცხლი, რომლის ლიკვიდირებაც გამთენიისას მოხერხდა. 

იხილეთ ასევე:

👉 „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში - ISW

👉 ყირიმიდან მიგრაციას იწყებენ რუსეთის ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხები - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს - CNN

👉 ჩინეთისა და რუსეთის მოლაპარაკებები ამერიკის საქმე არ არის - სერგეი ლავროვი