მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა ზემო ლარსში 12 ახალი ზოლი დაუშვა - მედია

ლარსის გამშვები პუნქტი

ზემო ლარსის საგუშაგოზე რუსეთში შესასვლელად 12 ახალი ზოლი ამოქმედდა. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ 2022 წლის ივლისში რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრაობა 12 ახალი ხაზით დაიწყო.

„სამგზავრო მანქანებისთვის 12 ახალ ზოლზე მოძრაობის დაწყებამ მიმდინარე წლის ივლისში და კიდევ 12 ზოლზე ნოემბერში შესაძლებელი გახადა საზღვრის გამტარუნარიანობის გაზრდა როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მანქანებისთვის. წლის ბოლომდე დაგეგმილია მოძრაობის ამოქმედება კიდევ ორ ზოლზე დიდი ზომის მანქანებისთვის. სატრანსპორტო ზოლების საერთო რაოდენობა 39-მდე გაიზრდება. დღეში 2,5 ათასი ავტომობილის საპროექტო სიმძლავრე მიიღწევა 4 ათასამდე გავლის პოტენციალით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, საგუშაგოს რეკონსტრუქციის ფარგლებში ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოს იგეგმება. სამუშაოები სრულად 2023 წელს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ფარდას რაღაცებს ავხდიო, რომ ამბობს, რას უნდა ახადოს, პარტიის შიდა ამბებს? ანუ პარტიაზე უნდა იჭორაოს?“ - პეტრე ცისკარიშვილი ნიკა მელიაზე

👉 „სააკაშვილს ჩამოსვლა ძალიან ძვირად დაუჯდა, მაგრამ დიდი პოლიტიკოსის სვლა იყო“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა სპეცოპერაცია იყო, ის შეიტყუეს“ - ლიზა იასკო

👉 თუ რამე მოხდება და ჩვენმა ქვეყანამ ვერ გაიმარჯვა, პრეტენზიები ყველასთან ექნებათ, ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვიქნებით - ოლგა სკაბეევა

👉 „ოპოზიციურ არხებზე ჭეშმარიტებად საღდებოდა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს... დღეს ტანდაკაწრული მიშა 75 კილოა და ბიძინა ისე მყარად დგას, როგორც არასდროს“ - თამარ ჩერგოლეიშვილი