მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთს არ აქვს უნარი, მოამზადოს და აღჭურვოს ახალი, გაწვეული პერსონალის დიდი რაოდენობა - ბრიტანული დაზვერვა

რუსული ტანკი

2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას შემოდგომის გაწვევის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს 120 000 წვევამდელის მომზადებას. ამ წვევამდელებს კანონიერად აკრძალული აქვთ რუსეთის ფარგლებს გარეთ გასვლა, - ამის შესახებ  ბრიტანული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია ნათქვამი.

დაზვერვის ცნობით, ეს არის დამატებითი ძალა, რომელიც არ შედის 21 სექტემბერს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანების ფარგლებში.

ამავე ცნობით, გაწვევა ჩვეულებრივზე ერთი თვით გვიან, 2022 წლის 1-ელ ნოემბერს დაიწყება.

„გაწვევის დაგვიანებული დაწყება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს არ აქვს უნარი მოამზადოს და აღჭურვოს ახალი, გაწვეული პერსონალის დიდი რაოდენობა“ ,- წერს ბრიტანული დაზვერვა და დასძენს, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევებია მობილიზებული და გაწვეული პერსონალის განთავსება, მომზადება და აღჭურვა.

„რუსეთის ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ სისტემებში არსებული ხარვეზები კვლავ ძირს უთხრის ამ ძალისხმევას“, - განაცხადა დაზვერვამ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ თუ მოსკოვსა და აშშ-ს შორის ბირთვული დაპირისპირება მოხდება, არ არსებობს გარანტია, რომ ეს არ გადაიზრდება გლობალურ ბირთვულ ომში - დერილ კიმპბელი

✔️ აშშ გაანადგურებს რუსეთის ჯარებს და შავი ზღვის ფლოტს, თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - პეტრეუსი

✔️ კადიროვმა და პრიგოჟინმა საჯაროდ შეარყიეს პუტინის ავტორიტეტი - ISW

✔️ რუს ოფიციალურ პირებს უჭირთ ოფიცრების პოვნა, რომლებიც უხელმძღვანელებენ ახალ დანაყოფებს - ბრიტანული დაზვერვა

✔️  ლიმანში დამარცხებამ რუსეთის ფედერაციას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე კიევიდან და ხარკოვიდან წასვლამ - ანალიტიკოსები