მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული არმია მოხალისეებს უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 4 000 დოლარს ჰპირდება - ISW

რუსი სამხედროები

რუსული არმია მოხალისეებს უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 4 000 დოლარს ჰპირდება. ამის მიუხედავად, ოკუპანტები კვლავ აწყდებიან რეკრუტირების პრობლემებს. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს.

ნოვგოროდის რეგიონის ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები სამხედრო გამოცდილების გარეშე რეგიონის მცხოვრებლებს აგროვებენ, რათა წყალქვეშა ნავზე „ველიკი ნოვგოროდზე“ იმსახურონ.

„ნოვგოროდის ოლქის ოფიციალურმა პირებმა, ასევე, განაცხადეს, რომ დაკომპლექტება დაიწყო ნოვგოროდის სარაკეტო ბატალიონისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა ლუგაში, ლენინგრადის ოლქში. ლუგა მასპინძლობს დიდ საარტილერიო პოლიგონს და მე-6 გვარდიის  საარტილერიო ბრიგადის ბაზას. ხელისუფლება მათ სთავაზობს ერთჯერად გადასახადს 250,000 რუბლის (დაახლოებით $4,000) ოდენობით“, - წერს ინსტიტუტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 შეერთებული შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

👉 „რაც არ უნდა რთული იყოს, პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან“ - ოლაფ შოლცი

👉 მთავრობას რომ მოქალაქეები მოსალოდნელი ომის შესახებ გაეფრთხილებინა, ქვეყანაში მასობრივი ქაოსი დაიწყებოდა - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 პუტინის გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, თუმცა კრემლი ცდილობს, თავისი ჭეშმარიტი მიზნები არასწორად წარმოაჩინოს - ISW

👉 ფინეთი რუსებისთვის ვიზების გაცემას 90%-ით ამცირებს