მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჰაერო განგაში მთელ უკრაინაში - ბელარუსიდან „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტების მატარებელი გამანადგურებლები აფრინდნენ

კინჟალი

უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

მონიტორინგის ჯგუფ „ბელარუსი გაიუნის“ ინფორმაციით, ბელარუსში განლაგებული რუსული  ავიაგამანადგურებლები, რომლებიც „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტების მატარებლები არიან, ჰაერში  აფრინდნენ.

„მიგ-31კ“-ის ტიპის თვითმფრინავები ბარანოვიჩისა და მაჩულიშის აეროდრომებიდან აფრინდნენ. 

ცნობისთვის, „კინჟალის“ტიპის რაკეტები ახალი ჰიპერბგერითი იარაღის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს წარმოადგინა თავის გამოსვლაში, რომელშიც თქვა, რომ ისინი შეიძლება მისწვდნენ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილს და გვერდი აუარონ აშშ-ის ანტისარაკეტო ფარს.

იხილეთ ასევე:

👉 რუსეთმა კიევის ოლქი „კამიკაძე დრონებით“ დაბომბა, არის მსხვერპლი - უკრაინული მხარე

👉 „კოლექტიურ დასავლეთს უკრაინის ბოლომდე განადგურება სურს“ - ზახაროვა

👉 ბახმუტზე ოკუპანტების ზეწოლა შესუსტდა, უკრაინელები კონტრშეტევას ამზადებენ - ბრიტანული დაზვერვა

👉 „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში - ISW 

👉 თუ უკრაინას ბირთვულ კომპონენტიან იარაღს გადასცემენ, იძულებული ვიქნებით ვიმოქმედოთ - პუტინი