მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის „მარცვლეულის ინიციატივას“ - გაერო

სტეფან დუჟარიკი

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან გამოსვლას გამოეხმაურა.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის „მარცვლეულის ინიციატივას“, - განაცხადა გაეროს გენმდივნის სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.

მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება კრიტიკულ ჰუმანიტარულ ძალისხმევას წარმოადგენს, რომელიც აშკარად დადებით გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანისთვის საკვებზე ხელმისაწვდომობის კუთხით.

როგორც დუჟარიკმა აღნიშნა, გაერო კონტაქტზეა რუსეთის ხელისუფლებასთან, რომლის მიზანია გაეროს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების შენარჩუნება.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინა და ბრიტანეთი დაადანაშაულა „ტერორისტულ თავდასხმებში შავი ზღვის ფლოტის გემებზე და სამოქალაქო გემებზე, რომლებიც მონაწილეობენ „მარცვლეულის დერეფნის“ უსაფრთხოების გარანტიაში“ და გამოაცხადა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მკრა ხელი და დამაწვინა იატაკზე“ - 72 წლის ქალი, რომელზედაც 30 წლის კაცმა სექსუალური ძალადობა სცადა

👉 აშშ-ის სურვილი რუსეთის მოსმენის შესახებ შეიძლება, პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებების პლატფორმა გახდეს - დმიტრი პესკოვი

👉 რუსეთი „შიმშილის თამაშების“ განახლებას დიდი ხანია გეგმავს - დმიტრო კულება

👉 „ვლადიმერ პუტინი მზადაა დასავლეთთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არის პირობები“ - სერგეი ლავროვი

👉 ერაყში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა