მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სროლა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - არიან დაღუპულები

აზერბაიჯანელი სამხედროები

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მორიგი შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. კიდევ ორი სომეხი სამხედრო დაიჭრა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარე  ინფორმაციას ავრცელებს ერთი დაღუპული სამხედროს შესახებ. ბაქო ამას „სომხეთის მხრიდან მოწყობილ პროვოკაციას“ უწოდებს.

azerbaycan24.com-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების საპასუხო ცეცხლის შედეგად სომხეთის საცეცხლე წერტილები განადგურებული იყო.