მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ რუსეთს არ სურს ტანკების მწყობრიდან გამოყვანა, შეუძლია, უკრაინიდან გაიყვანოს მებრძოლები - კირბი პუტინის მუქარაზე

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მუქარას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების გადაცემაზე შესაბამისი რეაქცია ექნებოდათ.

კირბი რუსეთს ურჩევს, უკრაინის ტერიტორიიდან საკუთარი მებრძოლები გაიყვანოს, თუ ეშინია, რომ ეს ჭურვები ბრძოლის ველზე ტანკებს გაუნადგურებს. 

„ამ ტიპის საბრძოლო მასალა საკმაოდ გავრცელებულია და ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება. მე ვფიქრობ, აქ სინამდვილეში საქმე იმას ეხება, რომ რუსეთს უბრალოდ არ სურს, უკრაინამ გააგრძელოს მათი ტანკების მწყობრიდან გამოყვანა“, - განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე. 

იხილეთ ასევე:

👉 მოსკოვი ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებაში ხედავს - რუსეთის საგარეო უწყება

👉 საქართველო და რუსეთი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ზღვარზე არიან - რუსეთის დუმა

👉 შვედეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა