მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა დონბასში შეტევაზე გადავიდა - რუსულ არმიაში დიდი დანაკარგებია

უკრაინელი სამხედროები

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინული არმია რუსულ ძალებს, რომლებიც დონბასში წინსვლას ცდილობენ, დიდ წინააღმდეგობას უწევს, რაც მოსკოვის მიერ კონტროლირებად ჯარებს დიდ ზარალს აყენებს. 

მისი თქმით, უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, რათა წინააღმდეგობა გააძლიეროს. 

„ჩვენ მტერს ლუგანსკის ოლქისა და დონეცკის ოლქის საზღვარზე მოსვენებას არ ვაძლევთ, ოკუპანტები განიცდიან მნიშვნელოვან ზარალს, ამას თავადაც აღიარებენ. რუსები ყოველდღიურად იღებენ ბრძანებას შემდგომი წინსვლისთვის, მაგრამ ისინი ამ მიზანს ვერ ახორციელებენ, რადგან პერსონალის დიდ ნაწილს კარგავენ. მხოლოდ ლისიჩანსკის თავდასხმის დროს ათასობით მტრის ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

დიახ, ისინი რაოდენობით და შესაძლებლობებით გვჭარბობენ, მაგრამ უკრაინის არმია უკეთ მომზადებული და მოტივირებულია. როდესაც მეტი შორ დისტანციაზე მოქმედი იარაღი იქნება, ჩვენი შესაძლებლობები გათანაბრდება. 

რუსული ძალები ახლა იკავებენ ლუგანსკის ოლქის უმეტეს ნაწილს და ახორციელებენ ზეწოლას დონეცკის ქალაქების კრამატორსკისა და სლოვიანსკისკენ“, - განაცხადა გაიდაიმ. 

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ლუგანსკის ოლქი დაიკავეს. ახლა მათი მთავარი მიზანი დონეცკის ოლქის სრული ოკუპაციაა, თუმცა მის 45%-ს უკრაინელები აკონტროლებენ. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 გამოკითხვა - უნდა ამოქმედდეს თუ არა კოვიდშეზღუდვები?

📌 თუ გამოიკვეთა, რომ რუსეთი ამ ომს აგებს, ხელისუფლებას ბრიუსელში ვერავინ ჩაასწრებს - ვახტანგ ძაბირაძე

📌 ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან G20-ის მინისტერიალზე მოლაპარაკებას არ გეგმავს - ნედ პრაისი

📌 „12 სკამიდან ერთი მაინც მოგვიტანონ, რომ გვაჩვენონ, არ ბლეფობენ“ - რომან გოცირიძე

📌 ციხეში პატიმარმა პატიმარი მოკლა - რა მოხდა N17 პენიტენციურ დაწესებულებაში