მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე უარს ოფიციალურად ამბობს - ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარს ამბობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის მიერ ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით უკრაინის საპასუხო ქმედებებს ეხება.

„უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომის შედეგების გათვალისწინებით და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წევრების მოსმენის შემდეგ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გადაწყვიტა:

1. განაცხადოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოების შეუძლებლობა“, - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის, რომ ჩვენ მართლები ვართ, სიმართლე იპოვის თავის გზას“ - სერგეი ლავროვი

👉 „0,001 პროცენტიც არ არის ამის ალბათობის“ - ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებაზე

👉 „დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს ახალი რეალობა“ - სერგეი ლავროვი

👉 „არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ მიიღოს სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება“ - შალვა ხაჭაპურიძე

👉 ჩეხეთი მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთი