მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

უკრაინის უმაღლესი რადა რუსეთში ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება. 

რადას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მიმდინარე მოვლენები არის ბირთვული ტერორიზმის აქტი, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ნაწილები ახორციელებენ.

დადგენილებას რადას 301 წევრმა მისცა ხმა. 

უმაღლესი რადა  მოუწოდებს გაეროს, ევროკავშირს, ეუთოს და ატომური ენერგიის სააგენტოს, რომ რუსეთში ატომური სფეროს, კერძოდ სახელმწიფო კორპორაციის, „როსატომის“ წინააღმდეგ, ასევე მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.

რადას განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ზაპოროჟიეს სადგურში უსაფრთხოების მისიის გაგზავნა და შემდეგ უნდა მოხდეს სადგურის დემილიტარიზაცია და იქიდან ყველა რუსული სამხედრო შენაერთი უნდა უყოს გაყვანილი. ასევე მოხდეს ქალაქ ენერგოდარის დემილიტარიზაცია, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. 

ცნობისთვის, რუსულმა ქვედანაყოფებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტს დაიკავეს. სადგურში შეჭრის დროს იქ მძიმე შეიარაღება იყო გამოყენებული, რა დროსაც სადგურის რამდენიმე სისტემა დაზიანდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა ქვედანაყოფებმა ატომური სადგური დანაღმეს, ხოლო სადგურის პერსონალს ისინი აწამებენ და მათზე მუდმივ ზეწოლას ახორციელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉   „ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ენერგობლოკი გაითიშა“ - „ენერგოატომი“

👉 „თალიბებმა“ განაცხადეს, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ სხვა ქვეყნებისთვის

👉 „ვაგნერის“ ბაზაზე თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, 100-ზე მეტი დაქირავებული რუსი განადგურდა - სერგეი გაიდაი

👉 ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიგერის პრეზიდენტთან პირველად გამართა მოლაპარაკება

👉 „ბავშვები იქ უკვე აცხადებენ თავს ტრანსგენდერებად, უფროსები კი ამას ემოციებით აღიქვამენ, ჭირი თქვენს სახლებს, საწყალო დეგენერატებო“ - რამზან კადიროვი დასავლეთზე

👉 „რუსეთმა უნდა იმუშაოს „თალიბანთან“, სადაც ეს ჩვენს ინტერესებს შეესაბამება“ - რუსეთის ელჩი ქაბულში