მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში მებრძოლ პრორუსულ ძალებს შორის განხეთქილება მოხდა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

ომი უკრაინაში

პრორუსულ ძალებში, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, განხეთქილება მოხდა. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსებმა განაცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ცივილიზებული სამყაროს მიერ არაღიარებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების „მილიციელებმა“ უარი თქვეს დონეცკის რეგიონში საომარი მოქმედებების გაგრძელებაზე და პრეტენზია გამოთქვეს  ლუგანსკის რეგიონის გარეთ შეტევის დამქანცველ ტემპზე.

გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს „მილიციელის“ აღშფოთება. 

ამავდროულად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა განახორციელეს რამდენიმე სახმელეთო შეტევა სლავიანსკის ჩრდილო-დასავლეთით, ასევე მრავალი შეტევითი ოპერაცია სევერსკის აღმოსავლეთით.

ამასთან, ოკუპანტებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციების ჩატარება დონეცკის ჩრდილო-დასავლეთით და სახმელეთო შეტევა განახორციელეს ხარკოვის ჩრდილოეთით.