მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელებმა სამხრეთში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი და მრავალი სახის ტექნიკა გაანადგურეს

ხარკოვის მიმართულებით 23 დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია

უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა 19 მაისის დღის განმავლობაში უკრაინის სამხრეთ ნაწილში 40 ოკუპანტი, მტრის კიდევ ერთი საბრძოლო მასალების საცავი და სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იტყობინება.

აღნიშნულია, რომ უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ავიაციასთან ერთად დღეში 91 საცეცხლე მისია შეასრულეს.

„განადგურებულია საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საცავი ხერსონის ოლქში, T-72 ტიპი ორი ტანკი, ჰაუბიცა, “გრადის“ ტიპის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო ორი სისტემა, „ტორის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა, ჯავშანტექნიკა და საავტომობილო ტექნიკა. მტრის ძალები კიდევ 40 რუსით შემცირდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შავ ზღვაში მყოფი რუსული გემების გამო უკრაინის სამხრეთი ნაწილი და ასევე სხვა რეგიონები კვლავ სარაკეტო დარტყმის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉რუსეთი აცხადებს, რომ აზოვსტალიდან ევაკუირებული 900-ზე მეტი სამხედრო წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს

👉რუსეთი აგრძელებს აზოვსტალის დაბომბვას, სადაც უკრაინელი დამცველები არიან განლაგებული - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

👉უკრაინის ავიაციამ რუსეთის ცოცხალი ძალა, ჯავშანმანქანები და საბრძოლო მასალა გაანადგურა

👉უკრაინელებმა დონბასში 8 რუსული ტანკი გაანადგურეს და 14 შეტევა მოიგერიეს

👉ამერიკელმა ექსპერტებმა განმარტეს, თუ რატომ დათანხმდა რუსეთის ფედერაცია მარიუპოლის დამცველების ევაკუაციას