მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის ავიაციამ რუსეთის ცოცხალი ძალა, ჯავშანმანქანები და საბრძოლო მასალა გაანადგურა

უკრაინის ავიაციამ რუსეთის ცოცხალი ძალა, ჯავშანმანქანები და საბრძოლო მასალა გაანადგურა

უკრაინის ავიაციამ ოკუპანტების ტექნიკას დაარტყა, განადგურდა 20-მდე საბრძოლო ჯავშანმანქანა, მტრის ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება.

„18 მაისს, საჰაერო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავები თავს დაესხნენ მტრის ტექნიკას. წინასწარი მონაცემებით, განადგურდა 20-მდე ჯავშანტექნიკა, მტრის ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

გარდა ამისა, დნეპროპეტროვსკის ოლქში საზენიტო-სარაკეტო ძალების ნაწილებმა გაანადგურეს ფრთოსანი რაკეტა, ხოლო ხარკოვის ოლქში - „სუ-34“ ტიპის ბომბდამშენი.

„მონაცემები მიუთითებს, რომ რუსული თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა და მფრინავებმა კატაპულტირება განახორციელეს“, - აცხადებენ სარდლობაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი შემოდგომამდე დასრულდეს“ - არესტოვიჩი

👉ამერიკელმა ექსპერტებმა განმარტეს, თუ რატომ დათანხმდა რუსეთის ფედერაცია მარიუპოლის დამცველების ევაკუაციას

👉სამხედროები უარს ამბობენ ბრძოლაზე და რუსეთში დაბრუნებას ითხოვენ - უკრაინის დაზვერვა

👉უკრაინა იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე თქვენ გგონიათ - ექსპერტი

👉გამოიცანი პოლიტიკოსები ბავშვობის ფოტოებიდან - ქვიზი