მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინის სამმა საელჩომ მიიღო წერილები, რომლებიც დასველებული იყო წითელი სითხით, ეს დაშინებაა“ - დმიტრო კულება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ უკრაინის სამ საელჩოში მიიღეს წერილები.

„უკრაინის არა ორმა, არამედ სამმა საელჩომ უკვე მიიღო წერილები. კონვერტების შიგნით იყო სიმბოლური მუქარა, ყველა კონვერტი მიღების დროს წითელი სითხით იყო დასველებული“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას მალე გააკეთებს.

„ახლა ვაანალიზებთ რა მოხდა. მაგრამ ეს აშკარად უკრაინისა და უკრაინელი დიპლომატების დაშინებაა“, - აღნიშნა კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 თუ რამე მოხდება და ჩვენმა ქვეყანამ ვერ გაიმარჯვა, პრეტენზიები ყველასთან ექნებათ, ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვიქნებით - ოლგა სკაბეევა

👉 „ოპოზიციურ არხებზე ჭეშმარიტებად საღდებოდა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს... დღეს ტანდაკაწრული მიშა 75 კილოა და ბიძინა ისე მყარად დგას, როგორც არასდროს“ - თამარ ჩერგოლეიშვილი