მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვისა და სლავიანსკის მიმართულების ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს - გენშტაბი

ომი უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვისა და სლავიანსკის მიმართულებით  მტრის შეტევა შეტევა მოიგერიეს. რუსმა დამპყრობლებმა შეტევა სცადეს ორ საოპერაციო ზონაში, თავდასხმა წარმატებით არის მოგერიებული. აღნიშნულის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის უახლოეს მოხსენებაშია ნათქვამი. 

„მტერმა არტილერიიდან ესროლა ჩვენს დამცველებს, ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველა თავდასხმა მოიგერიეს. სლავიანსკის მიმდებარე ტერიტორიაზე მტერი ცდილობდა გაეუმჯობესებინა ტაქტიკური პოზიცია და შეექმნა პირობები ქალაქზე იზიუმიდან თავდასხმისთვის.

ქვემეხი არტილერიითა და MLRS-ით დამპყრობლები ესროდნენ დიბროვნოეს, კრასნოპოლიეს, გუსაროვკას, ბარვინკოვოეს, კარნაუხოვკას და ველიკაია კამიშევახას დასახლებების ტერიტორიებს.  უკრაინის შეიარაღებულმა ძალები წარმატებით იბრძვიან, მტერი უკან იხევს“, - აღნიშნულია უკრაინის გენერალური შტაბის მოხსენებაში.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 რუსულ არმიას მალე უკრაინაში კოლაფსი შეექმნება - ალექსანდრე კოვალენკო

📌 გამოკითხვა - უნდა ამოქმედდეს თუ არა კოვიდშეზღუდვები?

📌 თუ გამოიკვეთა, რომ რუსეთი ამ ომს აგებს, ხელისუფლებას ბრიუსელში ვერავინ ჩაასწრებს - ვახტანგ ძაბირაძე

📌 ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან G20-ის მინისტერიალზე მოლაპარაკებას არ გეგმავს - ნედ პრაისი