მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

უკრაინელი სამხედრო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელებმა რუსების შეტევის მოგერიება 6 მიმართულებით შეძლეს. 

„ხარკოვის მიმართულებით, მტერი ცდილობდა გაერღვია ჩვენი ჯარების დაცვა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა წინააღმდეგობა გაუწიეს დამპყრობლებს და უკან დაახევინეს. 

სლავური მიმართულებით დამპყრობლები ცდილობდნენ ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას დოვგენკა-მაზანოვკას მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს, უკან დაიხიეს.

კრამატორსკის მიმართულებით, მტერი ცდილობდა წინსვლას შეტევითი ივანო-დარიევკას, ვიემკას და ვესელის მიმართულებით. მან განიცადა სრული მარცხი და ქაოსურად დაბრუნდა ადრე დაკავებულ პოზიციებზე.

ბახმუტის მიმართულებით მტერი ცდილობდა შეექმნა ხელსაყრელი პირობები შემდგომი შეტევისთვის ცალკეულ სექტორებში, თუმცა მან ზარალი განიცადა და უკან დაიხია.

ავდეევკას მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობდა ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას სტარომიხაილოვკასა და ნეველსკოეს მიმართულებით.

ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე მტერმა ასევე ზარალი განიცადა და უკან დაბრუნდა.

სხვა მიმართულებებით მტერს თავდასხმის ოპერაციები არ ჩაუტარებია“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ პოროშენკო: კონტრშეტევისა და გამარჯვების გარდა სხვა ამოცანები არ გვაქვს

✔️ ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად იბრძვიან, ნათლად ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანას და ეტაპობრივად „ათავისუფლებენ“ დონბასს - პუტინი  

✔️ როგორია სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ცნობილი ნოველისტის აგენტის განმარტება

✔️ „ვინც ვმოგზაურობთ, უნდა გვჯეროდეს, რომ ხიდები უსაფრთხოა“ - ნორვეგიაში ხიდი ჩაინგრა

✔️ ახალი ზელანდია ბრიტანეთში უკრაინელების მოსამზადებლად 120 სამხედროს გზავნის