მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის უშიშროების სამსახური, „რუსული სამყაროს“ მხარდამჭერების გამოვლენის მიზნით, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებს ჩხრეკს

უკრაინის უშიშროების სამსახური

უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებში კონტრდაზვერვით ღონისძიებებს ახორციელებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩხრეკა მიმდინარეობს ჟიტომირის, რივნესა და ზაკარპატიის რაიონებში მდებარე ეპარქიებში. 

უწყებაში აცხადებენ, რომ ზომები ტარდება „რელიგიური თემების რუსული სამყაროს უჯრედად“ გამოყენების თავიდან ასაცილებლად და მოსახლეობის პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისგან დასაცავად.

მედიის ცნობით, უკრაინის უშიშროების სამსახური, ეროვნული პოლიცია და ეროვნული გვარდია ახორციელებენ ტერიტორიისა და შენობების შემოწმებას. ისინი ეძებენ პირებს, რომლებიც შესაძლოა ჩართულები იყვნენ უკანონო ქმედებებში უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის საზიანოდ და, ასევე ნივთებს, რომლის გამოყენებაც აკრძალულია.

ღონისძიებები მიზნად ისახავს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის საზიანოდ უკანონო ქმედებებში ჩართული პირების იდენტიფიცირებას.