„ამერიკის შეერთებულ
შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ
რუსეთს აქვს რაღაც
დასაბრუნებელი - მაგალითად,
ალასკა,“ - ამის შესახებ
რუსეთის სახელმწიფო დუმის
სპიკერმა ვიაჩესლავ
ვოლოდინმა განაცხადა.
რომის პაპმა ფრანცისკემ
განაცხადა, რომ სურს ქალებს
კიდევ უფრო მეტი უფლება
მიანიჭოს. ისტორიაში
პირველად 85 წლის
პონტიფიკოსი ვატიკანის
საბჭოში ეპისკოპოსთა
დანიშვნის პროცესში
ქალებს ხმის მიცემის
უფლებას აძლევს.
აღნიშნულის შესახებ reuters-ი
იტყობინება.
ამერიკის შეერთებული
შტატების ოჰაიოს შტატის
სამიტის ოლქის სამედიცინო
ექსპერტიზის ცენტრმა,
რომელიც აშშ-ის ოჰაიოს
შტატში მომხდარი
ინციდენტის შედეგად
შავკანიანი ახალგაზრდის,
ჯეილანდ უოკერის
გარდაცვალების მიზეზების
დადგენაზე მუშაობდა,
შუალედური განცხადება
გაავრცელა.
ფლორიდის სანაპიროზე
ზვიგენის თავდასხმის
შედეგად 17 წლის გოგოს ფეხი
დაუზიანდა, რის შემდეგაც
მარჯვენა ფეხის ნაწილის
ამპუტაცია გახდა საჭირო.
აღნიშნულს ამერიკული
მედია ავრცელებს.
გაერთიანებული ერების
ორგანიზაციამ და მალის
მთავრობამ დაადასტურა, რომ
ლიბიის სანაპიროსთან, 22
ადამიანი, მათ შორის სამი
ბავშვი დაიღუპა, - ამის
შესახებ ინფორმაციას
„ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
„პანდემიის მიუხედავად,
ჩინეთის პრეზიდენტმა სი
ძინპინმა და რუსეთის
პრეზიდენტმა ვლადიმერ
პუტინმა შეინარჩუნეს
მჭიდრო კონტაქტები
ჩინეთ-რუსეთის
ყოვლისმომცველი
სტრატეგიული პარტნიორობის
გასაძლიერებლად“, - ამის
შესახებ ჩინეთის საგარეო
საქმეთა სამინისტროს
სპიკერმა ჟაო ლიჟიანმა
განაცხადა.