მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

8 500 ჯარისკაცი მზადყოფნაშია აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგებისთვის - პენტაგონის სპიკერი

პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი

„8 500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგების გამო, რადგან რუსული ჯარები უკრაინის საზღვართან მობილიზდა“, - ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. 

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა შესაბამისი მზადყოფნა პრეზიდენტის მითითებით გასცა. ეს უახლესი ნაბიჯია, რომელიც ამერიკამ გადადგა უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრისთვის მოსამზადებლად.

 ჯარების განლაგების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

„შეერთებულმა შტატებმა გადადგა ნაბიჯები თავისი ძალების მზადყოფნის გასაძლიერებლად სახლში და მის ფარგლებს გარეთ, ამიტომ ისინი მზად არიან უპასუხონ მთელ რიგ გაუთვალისწინებელ სიტუაციებს“, - აღნიშნა კირბიმ. 

პენტაგონის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ნებისმიერი საგანგებო სიტუაციისთვის მზად იქნებიან.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

🔴 რუსეთი რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს

🔴 თანამგზავრებმა უკრაინის საზღვართან რუსული საბრძოლო ტექნიკა გადაიღეს (ვიდეო) 

🔴 რუსეთის დუმის დეპუტატები პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარებას სთხოვენ 

🔴 ესპანეთმა შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდები გაგზავნა

🔴 „პარტნიორების უუნარობის გამო ჩვენი მოქალაქეების სისხლით აღარ გადავიხდით, სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე“ - დმიტრო კულება