მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„80 ტონა იარაღი“ - უკრაინაში ამერიკული სამხედრო დახმარების მეორე პარტია ჩავიდა

ამერიკული სამხედრო დახმარება უკრაინაში

უკრაინაში ამერიკული სამხედრო დახმარების მეორე პარტია ჩაიტანეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

„კიევში მეორე ჩიტი დაჯდა. უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის 80 ტონა იარაღი მოგვაწოდეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა“, - დაწერა ტვიტერში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა.

მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია. ტვირთი სერიოზული დაცვის თანხლებით ჩავიდა.

ამერიკული სამხედრო დახმარების პირველი პარტია უკრაინაში 22 იანვარს ჩაიტანეს. ეს პრეზიდენტს ბაიდენის მიერ უკრაინისთვის დაპირებული სამხედრო დახმარების ნაწილია, დახმარება 200 მლნ აშშ დოლარის იარაღს და ტყვია-წამალს ითვალისწინებს. ოფიციალური ვაშინგტონი იუწყება, რომ ეს უკრაინაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში შეიარაღებულ ძალებს ქვეყნების დაცვაში დაეხმარება.

გასული წლის შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ცოცხალი ძალა და ტექნიკა განათავსა. ნატოს ქვეყნის დაზვერვები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიისთვის ემზადება. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს უკრაინის დატოვების მითითება მისცა

🔴 რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის - დმიტრო კულება

🔴 უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, გერმანელი ვიცეადმირალი გადადგა - BBC