მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელების გამო, აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას აჩერებს

ჩემოდანი ბარგი

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას აჩერებს. 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოგზაურობას შეზღუდავენ: ბოტსვანიდან, ზიმბაბვედან, ნამიბიიდან, ლესოთოდან, ესვატინიდან, მოზამბიკიდან და მალავიდან. 

ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი კორონავირუსის ახალი ვარიანტი და სიფრთხილის ზომები გახდა. 

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამერიკის მოქალაქეებსა და მუდმივ რეზიდენტებზე, თუმცა აშშ-ში გამგზავრებამდე მათ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.

ჯო ბაიდენი აცხადებს,  რომ მიიღებს ყველა საჭირო ზომას ამერიკელების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და პანდემიის დასამარცხებლად.

„ჩემმა მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა, დოქტორ ტონი ფაუჩიმ და ჩვენი COVID-ის რეაგირების ჯგუფის წევრებმა მაცნობეს Omicron ვარიანტის შესახებ, რომელიც ვრცელდება სამხრეთ აფრიკაში. როგორც პრევენციული ღონისძიება, სანამ არ გვექნება მეტი ინფორმაცია, ვიღებ გადაწყვეტილებას სამხრეთ აფრიკიდან და შვიდი სხვა ქვეყნიდან საჰაერო მოგზაურობის შეზღუდვის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

ბაიდენმა ამერიკელებს, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული მოუწოდა აიცრან. აშშ-სთან ერთად, ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან მგზავრთა მიღება შეიზღუდება კანადაშიც.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫  რეგულაცია მუდმივი „მწვანე სტატუსის“ შესახებ შესაცვლელია - პაატა იმნაძე

⚫  21-ე საუკუნე შეიძლება ახალწარმოქმნილი სხვა ვირუსული ან არავირუსული ინფექციების გაჩენის საუკუნე გახდეს - ამირან გამყრელიძე

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

 მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე