მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსეი ნავალნის თანაგუნდელებს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

ახალი საქმე ნავალნის წინააღმდეგ

მოსკოვის სასამართლომ რუსეთის ფედერაციაში ექსტრემისტულ ორგანიზაციას აღიარებულ ანტიკორუფციული ფონდის თანამშრომლებს ყოფილ ადვოკატს ლუბოვ სობოლსა და ვიაჩესლავ გიმადს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. საუბარია კრემლის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტის ალექსეი ნავალნის თანაგუნდელებზე. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.  

ინტერფაქსის ინფორმაციით, ნავალნის თანამოაზრეებს ბრალი თაღლითობის და „ექსტრემისტული ორგანიზაციის“ დაფუძნების ბრალდებით წარუდგინეს. 

„სასამართლომ დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების თაობაზე შუამდგომლობები დააკმაყოფილა. აღკვეთის ღონისძიების ზომად დაკავების მომენტიდან  თითოეული მათგანისთვის 2 თვე განისაზღვრა“, - განაცხადა სასამართლოს პრესსპიკერმა. 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2021 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტს 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდის.

ამავე თემაზე: 

✔️ ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ ციხეში იგი „მკერავი“ გახდა

✔️ ამ ღორებს რატომ აქვთ უფლება ხალხს შემოსავალი ჩამოართვან? - ალექსეი ნავალნი ინსტაგრამის დაბლოკვაზე

✔️ ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა